ელეგანტურობა და თავდაჯერებულობა როგორც ცხოვრების სტილი
- May 1
- 1 min read
დღეს როცა ირგვლივ ყველაფერი ასე უბრალო და ადვილი გახდა თითქოს
ელეგანტურობა არც თუ ისე სავალდებულოა თანამედროვე ცხოვრებაში. არა
და ელეგანტურობა ადამიანში ქმნის თავდაჯერებულობას, ხოლო როცა
ადამიანი თავდაჯერებულია ის უფრო ძლიერია.
მას შეუძლია ირგვლივ შეცვალოს ყველაფერი. ცხოვრება უფრო საინტერესო,
დახვეწილი და მიმზიდველი გახადოს, მიაღწიოს უამრავ წარმატებას.
ელეგანტური ქალი არის საუკეთესო დედა, პარტნიორი, მეგობარი და ასე
შემდეგ. ქალმა ელეგანტურობა თავისი ცხოვრების სტილად უნდა აქციოს.
ნამდვილი ელეგანტურობა ეს არ არის ძვირად ღირებული სამოსი თუ
სამკაულები რომელიც ყველა ქალს ასე ძალიან გვიყვარს, ეს არის დეტალები,
დახვეწილობა, ლამაზი მანერები, სხეულის ლამაზად ფლობა, საუბრის
ზომიერი ტონი, ქალი რომელიც საუბრობს მშვიდად, თავდაჯერებულად და
პატივისვცემით ყოველთვის ქმნის ძლიერ და დადებით შთაბეჭდილებას.
ელეგანტურობა იწყება მანერებით .
ქალის ელეგანტურობა იწყება დილით საკუთარი თავის მოწესრიგებით.
ელეგანტური ადამიანი არასოდეს ჩქარობს რადგანაც ყველაფერი
ყოველთვის მოწესრიგებული აქვს და დღე დაგეგმილი - ოჯახი, შვილები,
საქმე სამსახური, მეგობრები.
ელეგანტურმა ქალმა იცის რა არის საუბრის ხელოვნება, კომუნიკაცია
ადამიანებთან და საკმაოდ თავდაჯერებულად, ადვილად ერგება უცხო
გარემოს .
ელეგანტურ ქალს თითქოს დამცავი მექანიზმი აქვს ირგვლივ და არაფერს
უარყოფითს ახლოს არ უშვებს. ელეგანტურ ქალს აქვს ლამაზი დახვეწილი მანერები სუფრასთან, ფლობს სუფრის ეტიკეტიტს როგორც სტუმრის ასევე მასპინძლის ამპლუაში.
ელეგანტურ ქალს აქვს შარმი, ენერგია რომელსაც სულ თან დაატარებს და
დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნის პირველივე დანახვისთანავე.


Comments