სალამი ძვირფასებო!
მე ლინდა ვარ ქათქათა ბათუმიდან, სადაც დავიბადე, გავიზარდე და საკმაოდ საინტერესო ლამაზი წლები გავატარე. საქართველო ჩემი სამშობლოა მაგრამ ჩემი სახლი დიდ ბრიტანეთშია.
პროფესიით მსახიობი ვარ და მძიმე 90 -იანებში, როდესაც შუქი არ გვქონდა და ღამის 12 საათს ველოდებოდით, მეც მაშინ გამოვანათებდი ეკრანებზე და ჩემს ძვირფას მაყურებელს საღამო მშვიდობისას ვუსურვებდი. რთული პერიოდი იყო, მაგრამ საოცრად ლამაზი მოგონებები დამრჩა. დავამთავრე თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ვიყავი თითების თეატრის პირველი მსახიობი, ვცეკვავდი პანტომიმას, ვიყავი აჭარის ტელევიზიის წამყვანი და ბევრს ვმოგზაურობდი გასტროლებით. ბავშობიდან საინტერესო, ლამაზი და სავსე ცხოვრება მქონდა და რაც მთავარია ვაკეთებდი იმას, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა და ალბათ ყველაზე მეტად კარგადაც გამომდიოდა...

პირველად
ევროპაში
როდესაც პირველად პარიზში ცნობილ თეატრალურ ფესტივალზე გასტროლებით მოვხვდი, ჩემს გაოცებას, სიამოვნებას და აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. მეც მინდოდა რომ იქ, ევროპაში მეცხოვრა და ძალიან მალე ეს რეალობად ვაქციე. თუმცა ეს არ იყო პარიზი და არც სხვა ევროპის ქალაქი, ეს გახდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, კერძოდ ლონდონი, თავისი მოღუშული ამინდებით, ნისლით, რძიანი ჩაით და გამორჩეულად მაღალი კლასით.
ლონდონი
ბრიტანეთში ცხოვრება და დამკვირდება ადვილი არ იყო, თუმცა ძალიან მალევე მოვერგე თუ მოვირგე ყველაფერი იქაური და უკან დაბრუნებაზე არასოდეს მიფიქრია. ლონდონში დაიბადა ჩემი ორივე შვილი, რომლებიც ქართულად გამართულად საუბრობენ და ძალიან უყვართ საქართველო. ჩემი სიყვარული ხელოვნების, სცენის მიმართ შეუცვლელი იყო და ამჯერად სამსახიობო ნიჭი სხვა სფეროში გამოვიყენე და დავიწყე ბავშვებთან მუშაობა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოწვევა, 10 წელზე მეტი ასობით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთან ვიმუშავე და გავხდი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი ამ სფეროში. ამ წლების შემდეგ კი, ჩემს კარიერაში ისევ ახალი, საინტერესო ცვლილებების ეტაპი დადგა.
კულინარია
ჩემი ერთ-ერთი გატაცება,ჰობი არის გემრიელი კერძების მომზადება. ჩემს სახლში ხშირად იმართება წვეულებები და ხშირია ვახშმის ლამაზი სუფრები. ამაში ალბათ დიდი წვლილი ჩემს ოჯახს მიუძღვის.
2018 წელს გამოვეცი ჩემი პირველი კულინარიული წიგნი “ლინდასეული” , რომელშიც თავი მოვუყარე ჩემეულ რეცეპტებს, სხვადასხვა კუთხის კერძების ისტორიებს და გამოცდილებებს, რომლებიც წლების განმავლობაში მაღალი კლასის რესტორნების ვიზიტის დროს დავაგროვე. წიგნს ლინდასეული ვუწოდე და საზოგადოებამ სწორედ ასე გამიცნო, თუმცა სოციალურ ქსელსში ჩემი გამოჩენა კერძების ვიდეო რეცეპტებით არ დაწყებულა.
"ლაიფსთაილ"
კონტენტი
პირველი ვიდეორგოლი, რომელიც აიტვირთა იყო ლონდონის ცნობილი რესტორანი, რომელსაც პრინცესა დაინა და სამეფო ოჯახის სხვა წევრები ხშირად სტუმრობდნენ. შემდეგი იყო ვახშამი სასტუმრო “რიცში”, რომელსაც ჟაკლინ კენედი სამოთხეს უწოდებდა და პრინცმა ჩარლზმა (მოქმედი მეფე) თავისი იუბილე გადაიხადა. დედოფალი ელისაბედიც ამ უნიკალური სასტუმროს ხშირი სტუმარი იყო. ვიდეორგოლების საშუალებით ვუზიარებდი ჩემს მაყურებელს ლონდონისა და არამარტო ლონდონის საოცარ ადგილებსა და ლოკაციებს .
შემდეგ მოჰყვა ვიდეოები სამეფო დოღზე, რომელსაც ყოველ წელს ვსტუმრობ, მოგზაურობის ვიდეოები სხვადასხვა ქვეყნიდან და ა.შ.
ეტიკეტი
დახვეწილი ლამაზი მანერები, ქალურობა, ელეგანტურობა და თუ როგორ უნდა გვეჭიროს ფინჯანი სწორად, ეს ჩემი ძვირფასი ბებოებისგან ვისწავლე. თავაზიანობა, ღიმილი, თავდაჯერებულობა რომ ქალს უფრო მიმზიდველს ხდის, ესეც ბავშობიდან მესმის. ყველაფერი ეს ძალიან გამომადგა ცხოვრებაში და ძალიან გამიადვილა ბევრი რამ.
პატარ-პატარა დეტალები ძალიან მნიშვნელოვანი მანერები აღმოჩნდა, რომლის არ ცოდნამაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა. მაგალითად წლების წინ ინგლისელ მეგობრებთან ვახშამის დროს არ ვიცოდი 3 ჩანგალიდან რომელით უნდა დამეწყო კერძის მირთმევა ან სად უნდა დამედო ჩემი ხელჩანთა და როდესაც სამეფო დოღზე პირველად ნამდვილი ლორდი გავიცანი, დავიბენი, არ ვიცოდი რა თემაზე უნდა მესაუბრა მასთან. თურმე ამ ყველაფრეს ევროპაში, ბრიტანეთში ეტიკეტი ქვია, კერძოთ ბრიტანული ეტიკეტი, ქცევის წესები, მანერები და დახვეწილობა.
ეტაპობრივად ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი გამოცდილება დავაგროვე, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ეხლა ბუკინგემის სასახლეშიც რომ მოვხვდე ვახშამზე, ნამდვილად არ დავიბნევი, აღარც ლორდებთან ვიბნევი სამეფო დოღზე და შამპანიურსაც კი ერთად მივირთმევთ და ბევრსაც კი ვიცინით.
ეტიკეტი და ლამაზი ქცევის მანერები, ანუ კანონები იმის შესახებ თუ რა არის მიღებული და რა არა, დახვეწილობა და თავაზიანობა, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ნებისმიერ გარემოში. სწორედ ამიტომ, ძირფესვიანად შევისწავლე ეტიკეტი ბრიტანული საუკეთესო ეტიკეტის სკოლებში, როგორებიცაა Emma DuPont Etiquette School, The English Manner by William Hanson, The British School of Excellence და ახლა დროა ეს მნიშნელოვანი ცოდნა ლინდასეულად, ჩემი ინდივიდუალური მეთოდითა და მიდგომებით თქვენც გაგიზიაროთ.


ჩემი სურვილი პირველ რიგში ქალბატონების მოტივაცია და მათი გაძლიერებაა.
მსურს დაგანახოთ თუ რამდენად განსაკუთრებულები და მიმზიდველები ხართ. გახდეთ ისეთი ქალბატონები როგორიც ყოველთვის გსურდათ ყოფილიყავით.
ეს ტრანსფორმაცია შიგნიდან იწყება, თავდაჯერებულობით, საკუთარი თავის სიყვარულით, ელეგანტურობით და დახვეწილი მანერებით. მჯერა, ამ გზას ჩემი გამოცდილებით და როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნით, ერთად უფრო ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გავივლით.
მსურს გაგიზიაროთ ის მნიშვნელოვანი დეტალები რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ, ეს მანერები ნამდვილად აადვილებს ურთიერთობებს, ხდის კავშირებს უფრო ღრმასა და მყარს და გვეხმარება პროფესიული მიზნების მიღწევაში.
რა არის საუბრის ხელოვნება? როგორ მოვერგოთ ჩვენთვის უცხო საზოგადოებას და დავტოვოთ დასამახსოვრებელი პირველი შთაბეჭდილება გაცნობის პირველ 7 წამში?
როგორ ავირიდოთ ჩვენთვის არასასიამოვნო კითხვები და ვუპასუხოთ თავაზიანად? როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე და რა თემებზე ვისაუბროთ?
როგორ შეიძლება უცხო ადამიანს ვესაუბროთ საკუთარ თავზე, გავეცნოთ მაგრამ ჩვენი პირადული დეტალები თავი არ შევაწყინოთ?
ეს ის საბაზისო საკითხებია, რასაც სესიების განმავლობაში დეტალურად, სიღრმისეულად გავივლით, რომ საბოლოოდ შევძლოთ გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია.

