წესები და პირობები
ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი არის lindaseuli.com -ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და ინდივიდუალური მეწარმე ლეილა აფაქიძის (61001029906) შორის.
ლეილა აფაქიძე წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „lindaseuli.com”.
Lindaseuli.com -ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Lindaseuli.com -ის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Lindaseuli.com -ის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Lindaseuli.com -ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ვებგვერდი lindaseuli.com -ის მეშვეობით გაწეულ მომსახურებებს, მათ შორის:
-
ონლაინ კურსების შეძენას;
-
ონლაინ ინდივიდუალური ან ჯგუფური სესიების დაჯავშნას;
-
მომხმარებლის რეგისტრაციასა და ანგარიშის გამოყენებას.
ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მოცემულ წესებს სრულად.
2. გამოყენებული ტერმინები
-
ვებგვერდი – პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების მიწოდება
-
მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ვებგვერდით
-
მომსახურება – ონლაინ კურსები, ვიდეო მასალები, ონლაინ სესიები
-
კომპანია / ადმინისტრატორი – ვებგვერდის მფლობელი
3. რეგისტრაციის პირობები
lindaseuli.com -ზე ონლაინ კურსის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
-
სახელი;
-
მისამართი;
-
ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი (საჭიროების შემთხვევაში)
-
სისტემაში შესასვლელი პაროლი.
-
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.
შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“.
სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:
-
სოციალური ქსელით;
-
Google-ით;
-
ელექტრონული ფოსტით.
-
რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ 18 წლის ასაკის პირებისთვის (ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).
-
მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს:
-
ზუსტი და რეალური პირადი ინფორმაცია;
-
მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
-
-
მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე.
-
მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას lindaseuli.com ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
-
მომხარებელი ადასტურებს, რომ არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით
-
არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა
-
ადმინისტრატორი უფლებამოსილია გააუქმოს ანგარიში წესების დარღვევის შემთხვევაში.
4. ელ-კომერციის პირობები (შეძენა და გადახდა)
-
მომსახურების შეძენა ხორციელდება ელექტრონული, უნაღდო გადახდის საშუალებით.
-
გადახდის დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს წვდომას შეძენილ კონტენტზე (მომხმარებელს ელექტრონული ლინკის სახით ეგზავნება ონლაინ კურსის/სესიის ლინკი)
-
ფასები მითითებულია ლარში და მოიცავს ყველა მოქმედ გადასახადს.
-
ადმინისტრატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს ფასები წინასწარი შეტყობინების გარეშე.
5. დაბრუნების და გაუქმების პოლიტიკა
-
ციფრული კონტენტის (ვიდეო კურსი, ჩანაწერი, ონლაინ სესია ვებლინკით) შეძენის შემდეგ თანხის დაბრუნება არ ხორციელდება, გარდა ტექნიკური ხარვეზისა.
-
ონლაინ სესიის გაუქმება შესაძლებელია არაუგვიანეს 24 საათით ადრე.
-
დაგვიანებული გაუქმების შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება.
6. ინტელექტუალური საკუთრება
-
ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა წარმოადგენს ადმინისტრატორის ან შესაბამისი ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას.
-
აკრძალულია:
-
კურსების, ვიდეოების, სასწავლო გეგმების, კურსის და სესიების შინაარსის გადაცემა და გაზიარება მესამე პირისთვის;
-
მასალის ჩაწერა, კოპირება, გავრცელება ან კომერციული გამოყენება ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე.
-
7. კონფიდენციალურობის პოლიტიკა (პერსონალური მონაცემები)
7.1 შეგროვებული მონაცემები
ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს:
-
სახელი და გვარი
-
ელ-ფოსტა
-
ტელეფონის ნომერი (საჭიროების შემთხვევაში)
-
გადახდის ტექნიკური ინფორმაცია (ბარათის მონაცემები არ ინახება)
7.2 მონაცემთა გამოყენების მიზნები
პერსონალური მონაცემები გამოიყენება:
-
მომსახურების მიწოდებისთვის;
-
მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;
-
სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
7.3 მონაცემთა დაცვა
ადმინისტრატორი იღებს ყველა გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას მონაცემების დასაცავად არასანქცირებული წვდომისგან.
7.4 მესამე პირები
მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა:
-
გადახდის პროვაიდერებისა;
-
კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება:
-
მოითხოვოს საკუთარი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა;
-
გააუქმოს რეგისტრაცია;
-
მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Lindaseuli.com შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
Lindaseuli.com პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
Lindaseuli.com გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
Lindaseuli.com იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.
Lindaseuli.com არ აგებს პასუხს:
-
ინტერნეტ კავშირის ხარვეზებზე;
-
გადახდის პლატფორმის ხარვეზებზე;
-
მობილური კომპანიების ხარვეზებზე;
-
მესამე მხარის პლატფორმების შეფერხებაზე;
-
მომხმარებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეფუძნება კურსის შინაარსს.
10. ცვლილებები წესებსა და პირობებში
ადმინისტრატორი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წესები. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
______
საკონტაქტო ინფორმაცია : ტელეფონის ნომერი 599 794 590
ელ-ფოსტა linda.aphakidze@gmail.com
ონლიან კურსის/სესიის შეძენა შესაძლებელია 24/7
სამუშაო საათები - მომხმარებელს ონლაინ კურსის სესიის ჩანიშვნა შეუძლიათ - ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, თბილისის დროით 13 საათიდან 22 საათამდე.