top of page
Search

მოგზაურობა ლინდასეულად


Woman on the balcony of the villa, holding glass of soda

მოგზაურობა ბავშობიდან მიყვარს და რაც ჩემი თავი მახსოვს სულ სადღაც დავდივარ. ბავშობიდან მიტაცებდა ახალი, საინტერესო ადგილები, უცხო ხალხი და კულტურა, ახალი საინტერესო კერძები და თავგადასავლები.


მაშინაც, როცა გასტროელებით უცხოეთში დავდიოდით და ჩემი მეგობრები საჭმელად მარტივ ბურგერს აირჩევდნენ,  მე ყოველთვის რაიმე ტრადიციულს ვამჯობინებდი. ხან მომწონდა , ხან - არა, მაგრამ საინტერესო, ახალ გემოებს ვეცნობოდი. 


ყოველთვის მიტაცებდა ის ადგილები სადაც ნაკლები ტურისტი და უფრო მეტი ადგილობრივი იყრიდა თავს. ყავის დალევაც იქ მიყვარდა სადაც სამეზობლო იკრიბებოდა. მე ჩემეული დასვენების წეს-ჩვეულებები მქონდა და ეხლაც ასეა. წლების წინ როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და წავედით არდადეგებზე მითხრა: “ 2-3 დღითაც რომ მივდიოდეთ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ვიზიტორები, ჩვენ იქ უნდა ვიცხოვროთ.” 


როგორია ჩემეული  - ლინდასეული დასვენება და რას ვანიჭებ უპირატესობას? 

თუ სადმე 3 დღეზე მეტი უნდა გავჩერდე, არ მიყვარს სასტუმრო  და ყოველთვის სახლს ვამჯობინებთ. მიუხედავდ იმისა, რომ ცნობილ რესტორნებს ხშირად ვსტუმრობ, სამზარეულო აუცილებელია და იქაურ კერძს ყოველთვის ვამზადებ. 


დილის ყავის რიტუალი აივანზე და ჩემი მომზადებული იქაური კერძი სადილად სხვა გარემოს და ენერგიას ქმნის. აუცილებლად გამოველაპარაკები მეზობლებს, ვგებულობ იმ ლოკალურ კაფე-რესტორნების შესახებ, სადაც მხოლოდ ადგილობრივები ვახშმობენ.


როცა ვისვენებ, ვისვენებ ყველანაირად, ვასვენებ როგორც გონებას, ასევე სხეულს. არასოდეს ვჩქარობ და არც მუზეუმების რიგებში ვდგები საათობით, ეს ადრე იყო, წლების წინ. ყოველთვის ვსტუმრობ “ლაქშარი” მაღალი კლასის სატუმროებს სადაც შეიძლება დააგემოვნოთ კარგი კოქტეილი, მოუსმინოთ ლამაზ მუსიკას და გაიცნოთ  საინტერესო ადამიანები.


აი ასეთია მოგზაურობა ლინდასეულად, გამიზიარეთ თქვენი მოგზაურობის სტილი!




 
 
 

Comments


bottom of page