top of page
Search

რატომ ბრიტანული ეტიკეტი? - ჩემი ისტორია

  • Nov 13, 2025
  • 1 min read

Updated: May 1


A posh and elegant lady smiling with glasses on

დიდ ბრიტანეთში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბრიტანელები ძალიან თავაზიანი, ელეგანტური და დახვეწილი  ხალხია. მიუხედავად იმისა რომ ბრიტანეთში ხალხი ყოველთვის კლასებად იყოფოდა  და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეხლაც ასე იყოს, თქვენ ამას ვერასოდეს იგრძნობთ. ისინი ძალიან თავაზიანები და ლოიალურები არიან. ამ ხალხს სხვანაირი კლასი და მანერები აქვთ. ბრიტანული სუფრის ეტიკეტიც განსხვავდება ევროპული და ამერიკული სუფრის ეტიკეტისგან. ამას მე ყოველთვის ვამჩნევდი, და აღფრთოვანებული ვრჩებოდი. 


წლებია ვსტუმრობ ლონდონის მაღალი კლასის რესტორნებს, სასტუმროებს, სამეფო დოღს და არა ერთი საინტერესო “ფოშ” (posh - როგორ ბრიტანეთში იტყვიან) ადამიანი გამიცნია. ყოველთვის ვაკვირდებოდი მათ ლამაზ განსხვავებულ მანერებს, ხმის ტემბრს და დამახასიათებელ ხელების მოძრაობას.  


A posh and elegant lady  with glasses posing

ბრიტანეთში ბრიტანული ეტიკეტის სკოლები დიდი პოპულარობით სარგებლობს. იქ უფრო ძირფესვიანად ისწავლება როგორც სოციალური, ასევე ბიზნეს ეტიკეტი, პროტოკოლი და დახვეწილ მანერები. ჩემთვის ეს საკითხში ყოველთვის საინტერესო იყო და ამიტომაც გადავწყვიტე უფრო მეტი გამეგო და მესწავლა  ის  პატარ-პატარა მაგრამ აუცილებელი დეტალები რასაც ეტიკეტი ქვია.  



გავიარე ტრეინინგები საკმაოდ ცნობილ ქალბატონთან ამ სფეროში  Emma Dupont , რომელსაც აქვს ბრიტანული ეტიკეტის სკოლა. Emma DuPont Etiquette School .  The English manner, ცნობილი და ეტიკეტისა და პროტოკოლის ერთ-ერთი წამყვანი სკოლა რომლის დამფუძნებელი და პედაგოგი  არის ცნობილი  William Hanson. ასევე The British School of Excellence .


ეს დაგროვებული ძვირფასი ცოდნა ახლა მინდა თქვენც გაგიზიროთ, ამას ვაკეთებ ძალიან დიდი სიყვარულით და სიამოვნებით. თუ თქვენც ასევე გაინტერესებთ და მოგწონთ ეტიკეტი, დახვეწილობა და ელეგანტურობა, მოდით ერთად  გავხდეთ ისეთი ქალბატონები რომელზეც გიოცნებიათ.









 
 
 

Comments


bottom of page