
ეტიკეტი ლინდასთან ერთად
გთავაზობთ პერსონალიზებული ეტიკეტის სასწავლო პროგრამას, რომელიც ფოკუსირებულია თქვენი სოციალური მანერებისა და პროფესიული ქცევის გაუმჯობესებაზე, რომ მიაღწიოთ წარმატებას როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში.
ჩემი მიდგომა აერთიანებს თანამედროვე ეტიკეტს ტრადიციულ ღირებულებებთან, რათა შევქმნათ სასიამოვნო, ხარისხიანი და ინდივიდუალური სასწავლო გამოცდილება.
გაიცანით ლინდა -
თქვენი ეტიკეტის მენტორი

ჩემი სურვილი პირველ რიგში ქალბატონების მოტივაცია და მათი გაძლიერებაა, მსურს დაგანახოთ თუ რამდენად განსაკუთრებულები, თქვენეულად მიმზიდველები და ელეგანტურები ხართ.
ჩემი ცხოვრების ისტორია ბევრ სფეროს, განსხვავებულ კულტურებს, ქვეყნებს და ადამიანთა ჯგუფებს მოიცავს. ლონდონში ხანგრძლივმა ვცხოვრობამ კი ბრიტანული ეტიკეტი ჩემი ცხოვრების სტილად ჩამოყალიბდა.
ჩემი ინტერესი მაღალი კლასის საზოგადოების თავშეყრის ადგილებისადმი კი ბრიტანული ეტიკეტის საუკეთესო სკოლებში სწავლებით დაგვირგვინდა.
ახლა დროა ეს თქვენც გაგიზიაროთ!
- ონლაინ შეხვედრაკურსის შესახებ
4 მოდული - 4 შეხვედრა | 12-17 წლამდე მოზარდებისთვის | ერთი შეხვედრის ხანგრძლიობა 90 წთ.
- ონლაინ შეხვედრაკურსის შესახებ
3 მოდული - 3 შეხვედრა | 8-12 წლამდე ბავშვებისთვის | ერთი შეხვედრის ხანგრძლიობა 90 წთ.
მიმდინარე კურსები
შეფასებები
"სასიამოვნო და დადებითი ნოტები ჟღერს თითოელი თქვენი ვიდეომიმართვიდან, ძალიან მომწონხართ. ქცევის ზოგადი ეტიკეტი, ზრდილობა და თავშეკავება ყველას ნამდვილად ჭირდება, თან დიდი დოზით."
ნინო ე.
"ლინდამ ეტიკეტის რთული სამყარო მარტივად, ეფექტურად და დასამახსოვრებლად ამიხსნა. ხშირად მაგალითები პირად გამოცდილებას ეყრდობა, რაც შეხვედრებს უფრო საინტერესოს ხდის. კურსი დამეხმარა რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო სხვადასხვა სიტუაციაში.
თათული თ.
"უდიდესი სიამოვნებით მოგისმინეთ. საოცრად სას იამოვნო გადმოცემის უნარი გაქვთ, მავსებთ უსაზღვრო სიყვარულითა და დადებითი ენერგიებით. ბევრი რამ შეცვალეთ ჩემში, მადლობა!"
ეკატერინე ა.
"ამართლებთ თქვენს სახელს. ლინდა, ლამაზს ნიშნავს და ყველაფერში დახვეწილობა და სილამაზე იგრძნობა თქვენში. წუნს ვერ შეიტან. მადლობა ხარისხიანი ვიდეოებისთვის."
ნანა ბ.
"მიხარია თქვენი დამოკიდებულება, იგრძნობა ხარისხი და მაღალი დონე! როგორ შეიძლება არ მინდოდეს ვიყო მომავალში ისეთივე დახვეწილი და ელეგანტური, როგორიც თქვენ ხართ!"
ანანო კ.
"მიყვარს, პატივს ვცემ, საოცარი ადამიანია ქალბატონი ლინდა. საოცარი სიმშვიდე და ქარიზმა მოდის მისგან. ჩემთვის დიდი მოტივაცია ხართ. "
გვანცა კ.
"თქვენი შემართება და თავდაჯერებულობა მინდა ჰქონდეს ყველა ქალბატონს. ძალიან ამაღელვებელია თქვენი მოსმენა, განსაკუთრებული პოზიტივი და ენერგია გაქვთ."
მარიამ ჯ.
"იცით როგორ შეცვალეთ ჩემი ცხოვრების ტრავმული დღეები? ახლიდან დამანახეთ ცხოვრება. რომ გავიზრდები მინდა ლინდა ვიყო. ჩემთვის მისაბაძი ქალბატონი ხართ."
ანა დ.
"დროა ქართულმა საზოგადოებამ მეტი ყურადღება მიაქციოს ქცევის ნორმებს. მადლობა თქვენ რომ გვიზიარებთ ეტიკეტის მნიშვნელოვან საკითხებს."
ლიანა ბ.
კონტაქტი
თუ გაქვთ რაიმე კითხვა, გაინტერესებთ კონკრეტული დეტალები ონლაინ კურსებთან დაკავშრებით ან უბრალოდ გსურთ დამიკავშირდეთ, მოგვწერეთ აღნიშნული საკონტაქტო ფორმის მეშვებით.







